რეფლექსია
ერთდღიანი ლაშქრობა
2019
წლის 7 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის ii-iv კლასის
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს წასულიყვნენ ერთდღიან ლაშქრობაზე.სოფლის მიმდებარე
ტერიტორიაზე, (კერძოდ, ტბაზე. ასე ვეძახით, მაგრამ გაშლილი მინდორია.მინდორს ირგვლივ
აკრავს შერეული ტყე.)რომელიც ბუნებაში ყოფნის,
დასვენების უიაფესი საშუალებაა.
ლაშქრობის
მიზანია: ამ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გაცნობა. მათ მნიშვნელობაზე საუბარი, ბუნების სილამაზის
შეგრძნება,აღმა
და მასზე ზრუნვის სურვილის გაღვიძება.
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.
ლაშქრობის
დროს წავიღეთ წიგნი წასაკითხად. ,,ჩვენ გვიყვარს ბუნება“.გამომცემლობა ,,ქართული“2015.
რედაქტორი: ანასტასია ინასარიძე. დიზაინერი ,,ელენე ჩაჩუა,“რომელიც ბუნებაში ყონის
დროს ii-iv კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს. მასში მოცემულმა ინფორმაციამ საშუალება
მოგვცა ბუნებაში არსებული რესურსის თვალსაჩინოებად გამოყენების. მაგ; გავეცანით ხის
აგებულებას, წიწვოვან და ფართოფოთლოვან ხეებს. ფოთლები შევადარეთ ფორმის, ზომის და ფერის მიხედვით.რამაც
საშუალება მოგვცა გვესაუბრა ხეების მნიშვნელობაზე, ბუნების სილამაზეზე,რამაც მოსწავლეში
გამოიწვია ბუნებაზე ზრუნვის სურვილი და მიზანიც
მიღწეულია.
მოვაწყვეთ
პიკნიკი, ბავშვები მინდორში მოძრავი თამაშებით გაერთნენ.წაღებული გვქონდა ბურთიც,რითაც
სხვადასხვა თამაშებით გაერთნენ.
ამ ლაშქრობის
უარყოფიტი მხარეა ის რომ მეოთხე კლასელებისთვის ნაცნობი მასალაა, რაც ცოტა მოსაწყენია
ამ ასაკისათვის.,მაგრამ ბუნების სილამაზე შეიგრძნეს,მათთვის
გასაგები გახდა ,რომ ბუნებას მოვლა სჭირდება და აქტიურადაც დაისვენეს.ორივე კლასის მოსწავლეებს გამოუმუშავდათ
სოციალური უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებს
ვთხოვე საშინაო დავალებად დაეწერათ პატარა მოთხრობა. ,,ერთდღიანი ლაშქრობის“სათურით.
მოსწავლეები
სახლში გახარებული და ბედნიერი დაბრუნდნენ.
რელექსიასთან ერთად წარმოგიდგენთ ლაშქრობის ფოტოებს
და ზოგიერთი მოსწავლის დაწერილ პატარა მოთხრობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий